Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კოოპერატივების მოტობლოკებით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება
GBC news
24 August 2016, 12:15

თბილისი (GBC) - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გამოცხადდა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი  (მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25)

განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან  7 სექტემბრის ჩათვლით.

აგრო-კომპლექტების  შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე. 

პროგრამა  მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად  კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს, რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს.

თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით,  გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი